ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა, აშშ ურთიერთობების დათბობის გზებს ეძებენ


კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორ ქვეყანას, პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო ვადის ბოლო თვეების განმავლობაში, ურთიერთობის დათბობის „ძალიან ამბიციური“ გეგმები აქვს.

ორშაბათს, ჰავანაში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, ჟოზეფინა ვიდალმა თქვა, რომ ორივე მხარე სამართალდამცავი, სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო დარგებში თანამშრომლობის მიმართულებით მუშაობს.

მსჯელობენ ნარკოტიკების კონტრაბანდის, კიბერ-დანაშაულის, ტერორიზმის და უკანონო მიგრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მომავალი სესიები ადამიანის უფლებებს და ფინანსური პრეტენზიების მოგვარებას დაეთმობა.

XS
SM
MD
LG