ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ტრამპს მოუწოდებს თეთრი რასის უპირატესობის წინააღმდეგ ისაუბროს


კონგრესმა დაამტკიცა ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს დაჟინებით მოუწოდებს ისაუბროს სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რასიზმს, ექსტრემიზმს, ანტი-სემიტიზმს და თეთრი რასის უპირატესობას.

დოკუმენტი ახლა ტრამპს გაეგზავნება, რომელიც ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში, თეთრი ნაციონალისტების მსვლელობის დროს მომხდარ ძალადობაზე გამოხმაურების გამო გააკრიტიკეს.

რეზოლუციის წინადადებით დემოკრატი სენატორი მარკ ვორნერი ორპარტიულ ჯგუფთან ერთად გამოვიდა, რომელშიც დემოკრატები, თიმ ქეინი და რიჩარდ ბლუმენტალი, ასევე რესპუბლიკელები კორი გარდნერი, ჯონი ისაკსონი და ლისა მურკოვსკი შედიოდნენ.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კონგრესი „უარყოფს თეთრ ნაციონალიზმს, თეთრი რასის უპირატესობას და ნეო-ნაციზმს, როგორც სიძულვილის და შეუწყნარებლობის გამოხატვას, რომელიც შეერთებული შტატების ხალხის განმსაზღვრელ ღირებულებებს ეწინააღმდეგება."

ტრამპმა შარლოტსვილში მომხდარ ძალადობაზე ბრალი „ბევრ მხარეს“ დასდო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, არეულობაში მათი როლის გამო, ნეო-ნაცისტები, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები და დაჯგუფება „კუ კლუქს კლანი“ დაგმო. შემდეგ ისევ თქვა, რომ ფიქრობს „ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG