კონგრესში დღეს მოსმენაზე ამერიკის სამხედრო მაღაალჩინოსნები წარსდგებიან, რომლებიც კანონმდებლებთან ერთად სამხედრო სამართლებრივი სისტემის შეცვლის და ჯარში სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის შესახებ იმსჯელებენ.
ამერიკის სამხედრო შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარტინ დემფსი და სამხედრო დანაყოფების მთავარი ოფიცრები სენატის შეიარაღებული მომსახურების კომიტეტის წევრებს კაპიტოლიუმის მთაზე შეხვდებიან.
კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ კარლ ლევინის განცხადებით, „დისციპლინა სამხედრო კულტურის გულია, ნდობა კი სული.“
ზოგიერთი სენატორს მიაჩნია, რომ სამხედრო მეთაურებს არ უნდა ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობა, დანაშაულის სიმძიმე განსაზღვრონ და სასამართლოზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღონ.