ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში წითელას შემთხვევები იზრდება


ნიუ-მექსიკოს შტატში 6 მარტს გარდაცვლილ ზრდასრულ პაციენტს წითელა ჰქონდა. განცხადებას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

შეერთებული შტატებისთვის ეს ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წითელას ინფექციით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. ნიუ-მექსიკოს ჯანდაცვის უწყების ცნობით, პაციენტი არც აცრილი იყო და მას სამედიცინო დახმარებისთვის არც შესაბამისი კლინიკებისთვის არ მიუმართავს.

შტატში ამ მომენტისთვის დაავადების 10 შემთხვევა აღირიცხა. მეზობელ ტეხასის შტატში კი წითელას 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი აუცრელი ბავშვი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG