ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის სამი კომპანია დაჯარიმდა


გაერომ ჩრდილოეთ კორეის სამი კომპანია დააჯარიმა. კომპანიები ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების ხელშეწყობაში დადანაშაულდა. აშშ-ის ელჩმა გაეროში სუზან რაისმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სანქციები კომპანიების ქონების დაყადაღებას გულისხმობს.
ფინანსების გაყინვის გარდა, ქალბატონი რაისის განცხადებით, შეიზღუდება ან შეჩერდება ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი ნაწარმის იმპორტიც. მისივე განცხადებით სანქციები მკაცრი იქნება. ხოლო ფხენიანის იზოლაცია კიდევ უფრო გაართულებს ბირთვული პროგრამის წარმოებას.

XS
SM
MD
LG