ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის ახალ რეზოლუციაზე მსჯელობს


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით უშიშროების საბჭო არაბული ლიგის მიერ მომზადებულ ახალ რეზოლუციას განიხილავს სირიასთან დაკავშირებით.

ჯაკარტაში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ბან კი მუნმა განაცხადა, რომ მსოფლიო სირიის კრიზისთან დაკავშირებით გადამწყვეტ მოქმედებაზე უნდა გადავიდეს.

მისი თქმით: “ ჩვენთვის უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ აშკარაა, რომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სირიაში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს, რომელიც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.“

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა კოფი ანანის მისიას სირიაში, რომელმაც ბაშარ ასადის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის ექვს პუნქტიანი გეგმა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG