ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური დათბობის პროცესი გრძელდება


ბუნებრივი ექსტრემალური მოვლენების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბოლო ათი წლის განმავლობაში 370 ათასს მიაღწია

ამ საუკუნის პირველ დეკადაში მსოფლიო უპრეცედენტო კლიმატურ ცვლილებებს განიცდის, ამის შესახებ მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშში საუბრობენ. ლონდონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი სალა ჰენესი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ გლობალური ორგანიზაციები როგორ ცდილობენ საჭირო მექანიზმების გამოყენებას იმისათვის, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კლიმატური პირობების ცვლილების შესაბამისად დაეხმარონ.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშში მოცემულია მონაცმები გლობალური და ლოკალური მასშტაბით ტემპერატურისა და ნალექის შესახებ. როგორც გაირკვა, ყოველი წელი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2008 წლის გამოკლებით, ყველაზე თბილი ტემპერატურით გამოირჩეოდა. ბოლო დეკადის მონაცემები განსაკუთრებულია, ბოლო 150 წლის მანძილზე, ეს არის სწორედ ის პერიოდი, რაც ასეთი ჩანაწერების კეთება დაიწყეს.

ანგარიშში ასევე ყურადღება ექსტრემალურ მოვლენებსაც ეხება, სიცხეს ევროპასა და რუსეთში, ქარიშხალი კატრინა შეერთებულ შტატებში, ამაზონის დაშრობას, ავსტრალიას და აფრიკას და ასევე წყალდიდობას პაკისტანში.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა ომარ ბადურმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ანგარიში 2001-დან 2010 წლამდე დრამატულ ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებს ასახავს.

ომარ ბადური: ადგილი ჰქონდა კლიმატის დრამატულ ცვლილებას, დაკვირვება ამ მოვლენებზე ბოლო ათი წელი მიმდინარეობდა.

ბადური ამბობს, რომ ზოგიერთი ექსტრემალური მოვლენა ბუნებრივი პროცესებით აიხსნება, თუმცა სასათბურე გაზების გაზრდილი კონცენტრაციაც იწვევს კლიმატის ცვლილებებს.

ბობ ვარდი ლონდონის ეკონომიკის სკოლის, გრატამის კვლევის ინსტიტუტის გარემოს და კლიმატური ცვლილების ექსპერტია.

ის ამბობს, რომ კონკრეტულ ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენას შოკის მოხდენა შეუძლია. თუმცა როდესაც შემდეგ მათ ათწლიან მიმოხილვაში განიხილავთ, როგორც ეს ოთხშაბათს წარმოდგენილ ანგარიშშია, დარწმუნდებით რომ ზემოქმედება განსაცვიფრებელია.

ვარდის თქმით, მსოფლიოს გლობალური პრობლემები რომელიც ამინდის მოვლენებიდან შეიქმნა, გაუარესდა მსოფლიოს ცვლილების პარალელურად. ურბანული ცენტრები იზრდება, რაც საფრთხეს ზრდის, ამბობს ვარდი.

ბობ ვარდი: აზიის და აფრიკის ნაწილი სწრაფად ვითარდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი სანაპიროზე მდებარე ქალაქებს ეშურება, ასეთი ადგილები კი ექსტრემალური ამინდისთვის ყველაზე მგრძნობიარედ ითვლება.

ერთ-ერთ მაგალითად მას შანხაი მოყავს, მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, ზღვის დონესთან ძალიან ახლოს სანაპირო ზოლზეა გაშენებული, რის გამოც ხშირია ტროპიკული ციკლონები.

ოთხშაბათის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ბუნებრივი ექსტრემალური მოვლენების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბოლო ათი წლის განმავლობაში 370 ათასს მიაღწია, რაც 1990 წლის შემდეგ 20%ით გაიზარდა.

ეს მონაცემები ევროპაში 2003 წელს ტემპერატურის მომატების გამო გაიზარდა, რუსეთში მსგავსი კლიმატური მოვლენები 2010 წლისთვის დაფიქსირდა.
ანგარიშში საუბარია რომ ქარიშხლის და გვალვის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდა, ვინაიდან მოსახლეობა ამ მოვლენებს უფრო მომზადებული დახვდა.

ვარდის განცხადებით, კლიმატური ცვლილებებისთვის მომზადებული დახვედრა მომავალ წლებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ბობ ვარდი: მნიშვნელობა არ აქვს როგორ შემცირდება ნარჩენების გამოყოფა მომავალ სამ თუ ოთხ ათწლეულში კლიმატური ცვლილებების დონე მაინც მოსალოდნელია რომ შეიცვლება, ამიტომ ხალხს უნდა დავეხმაროთ რომ შესაბამისი ადაპტაცია მოახდინონ და მტკიცედ დახვდნენ. მათ სჭირდებათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება კლიმატი შეიცვალოს.

ის ამბობს რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწრაფი გავრცელება კატასტროფებს თავიდან აგვაცილებდა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, 70 ქვეყანას, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი კლიმატურ სიტუაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრები ან არ აქვთ ან ძალიან უმნიშვნელოა მათი მუშაობა.

ვეინე ელიოტი კლიმატურ საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებზე ბურკინა ფასოში, ნიგერიაში, მალიში და ჩადში მუშაობს. პროექტის მიზანია მოსახლეობას კლიმატური ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

ვეინე ელიოტი: სეზონურ ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გაურკვევლობაა. მეცნიერება საკმაოდ რთულია, საეჭვოა, ბევრი რამ ბუნდოვანია. თუმცა ამ სფეროშიც არსებობს სიახლეები, რომელიც პროგნოზირებას უკავშირდება.

ის ამბობს, რომ ნიგერიაში ფერმერებს სეზონური პროგნოზის მიწოდებაში ეხმარებიან.

ვეინე ელიოტი: არსებობს უამრავი ინფორმაცია, თუკი ის სწორად დამუშავებულია, რომელიც ფერმერებს მცენარეეების, თესლების ტიპის დარგვაში, მათ მორწყვაში, მოსავლის აღების დროის განსაზღვრაში ეხმარება. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ, გვალვისა და ჭარბი ნალექის პირობებში.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიშელ ჟარო აცხადებს, რომ ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით უარყოფილია ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრება იმის შესახებ რომ თითქოს გლობალური დათბობის პროცესი შენელებულია.
XS
SM
MD
LG