რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც თვითონ უწოდა, „ძალადობის სახიფათო ესკალაციის“ შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი- მუნი ისრაელს და პალესტინის ტერიტორიას სტუმრობს.
იერუსალიმში, ისრაელის პრეზიდენტ როივენ რივლინთან ერთად გამოსვლისას, მან თქვა, რომ მისი ვიზიტი, ორ მხარეს შორის არსებული სიტუაციის გამო გლობალური განგაშის შეგრძნებას გამოხატავს.
ბან კი-მუნმა თქვა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ჰორიზონტის აღდგენის ნება, რაც იმ მოლაპარაკების და პოლიტიკური პროცესისთვისაა საჭირო, რომელიც ნამდვილ შედეგებს და იმედს მოიტანს.