ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაშლის რისკის ქვეშ


აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ბრძოლის შესაჩერებლად არის გამიზნული, ძალაში დღეს შევიდა. თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის ჩაშლის რისკის ქვეშაა.

მიუნხენში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტს შესაბამისად, ორივე მხარემ ორი წლის წინ მიღწეული მინსკის შეთანხმება უნდა შეასრულოს და ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღება გაიტანოს.

თუმცა უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე სულ რამდენიმე საათის წინ , სეპარატისტთა ლიდერი სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრებოდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სავარაუდოდ ვერ შენარჩუნდება იმის გამო, რომ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები პასუხგაუცემელი რჩება.

XS
SM
MD
LG