ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა - ისტორიული არჩევანის წინაშე


უკრაინის პრეზიდენტი იულია ტიმოშენკოს შეწყალებას არ აპირებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:19 0:00
ბმული

რუსეთის შემდეგ უკრაინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მეორე უდიდესი ქვეყანაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა ახალი არჩევანის წინაშე დგას - რუსეთი თუ დასავლეთი. ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან მოგვითხრობს.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თუ დავუჯერებთ, როგორც ის ამბობს, რუსეთი და მისი მეზობელი ქვეყანა უკრაინა - ერთიანია.
გასულ თვეს, კრემლის ვალდაის დარბაზში დასავლელ ექსპერტებთან და მოაზროვნეებთან ყოველწლიური შეხვედრის დროს ის უკრაინასთან ურთიერთობაზე საუბრობდა.


პუტინი აცხადებს, რომ უკრაინას და რუსეთს საერთო ტრადიციები, მენტალიტეტი, ისტორია და კულტურა გააჩნიათ, უკრაინელები და რუსები ასევე ერთ ენაზეც საუბრობენ.


რუსეთი, როგორც ქვეყანა-ლიდერი ასეთ განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ უკრაინა და მისი მეზობელი ქვეყანა მოლდოვეთი ისტორიული გზაჯვარედინის წინ აღმოჩნდნენ. მომავალ თვეს ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ - ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო ზონას შეუერთდნენ თუ პუტინის მიერ ინიცირებული ახალი, ევრაზიული კავშირის წევრები გახდნენ.


რუსეთს სერიოზული ბრძოლა მოელის. უკრაინის ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა და იქ ჩატარებული სამი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელთა მიტინგი უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეა.


თუმცა, ცოტა ხნის წინ რუსეთმა უკრაინას დასავლეთის მიმართულებით აღებული გეზის გამო გარკვეული ჯარიმები დააკისრა. კრემლმა უკრაინასთან საბაჟო კონტროლი გაამკაცრა, ბუნებრივ აირზე საფასურის გაზრდით დაიმუქრა, და რუსულ ენაზე მოლაპარაკე უკრაინულ დასახლებებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა.


ვლადიმერ პუტინი: თუკი უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდება, უკრაინას მომავალში საბაჟო ბარიერები შეექმნება.


კიევის მოილის უნივერსიტეტის პოლიტიკურ საკითხთა მეცნიერი ალექსეი ჰერენი ამბობს რომ ასეთი მძიმე საუბრის ტონი კრემლს უკან მიუბრუნდება.


ალექსეი ჰერენი: უკრაინულ ელიტას პრეზიდენტ იანუკოვიჩის ჩათვლით, არ სურთ რომ რუსეთმა ჩაყლაპოს. მათ ესმით რომ ეს საშიშროება რეალურია.


ამ დროისთვის მთავარი მიზანი უკრაინელებისთვის არის ოცნების ასრულება შეუერთდნენ ევროკავშირს. უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ოპოზიციის ლიდერთან იულია ტიმოშენკოსთან თითქმის ათ-წლიანი მტრობა აკავშირებს.


ტიმოშენკო, თავის ტრადიციული, გლეხური თმის ნაწნავებით, ზოგიერთი ევროპელისთვის საყვარელი პოლიტიკოსია. თუმცა უკრაინის პრეზიდენტისთვის საძულველი პიროვნებაა. 2005 წელს იანუკოვიჩის კოალიცია ტიმოშენკოს ბლოკთან საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, თუმცა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მაინც მოიპოვა. არჩევნების მეორე წელს ტიმოშენკოს კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს ბრალი და შვიდი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ევროკავშირი უკრაინას იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების თაობაზე.


გერმანია აცხადებს, რომ ტიმოშენკოს თავშესაფარს მისცემს, რაზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანხმობას აცხადებს. გასულ კვირას იანუკოვიჩის მხარდამჭერ გაზეთში ტიმოშენკოს ფოტო დაბეჭდეს, რომელსაც წარწერა ჰქონდა „ მოგესალმები ბერლინ“.

თუმცა იანუკოვიჩი შიშობს, რომ 2015 წლისთვის ტიმოშენკო შეიძლება უკრაინაში დაბრუნდეს და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი იყოს.

ალექსეი ჰერენი: იანუკოვიჩს ტიმოშენკოს შიში აქვს. როდესაც ის ციხიდან გამოვა, მას პოლიტიკურ ორთაბრძოლაში მონაწილეობის საშუალებაც ექნება, უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთვება, ბუნებრივია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც გაუჩნდება.

უკრაინაში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები იანუკოვიჩს ტიმოშენკოს გერმანიაში მკურნალობის მიზნით გაგზავნისკენ მოუწოდებენ, თუმცა ისინი ყოფილი პრემიერის შეწყალების წინააღმდეგ გამოდიან.

კიევის ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის მკვლევარი ალექსანდრ საშკო ამბობს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთადერთი სადავო საკითხი ტიმოშენკოს პატიმრობაა.

ალექსანდრ საშკო: არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ. ამ თემაზე ვაჭრობა ლიტვაში 27-28 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტის დღეებშიც გაგრძელდება.
ამ დრომდე უკრაინის მომავალი - აღმოსავლეთი თუ დასავლეთი ორ პოლიტიკოსს შორის არსებულ დაპირისპირებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG