ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი განახლებული შეზღუდვებისთვის ემზადება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, შემდგომი შეზღუდვების საფეხურებრივი სისტემის შესახებ აკეთებს განცხადებას. შეზღუდვების ახალი ზომების მიღების მიზეზი, ცოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა. თუმცა, ბრიტანელებს შორის, მკაცრი შეზღუდვების გამო, რისხვა იზრდება.

ჯონსონი ჯერ საგანგებო რეაგირების კომიტეტის შეხვედრას უძღვებოდა, ამის შემდეგ კი პარლამენტში კანონმდებლებს მიმართავს და ცოტა ხანში, შეზღუდვების ახალ ზომებს კენჭისყრაზე დააყენებს. პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დაგეგმილია პრესკონფერენცია.

ჯონსონის სამსაფეხურიანი "დახურვის" ზომები მოიცავს ვირუსის მაღალი გავრცელების ზონებში, ბარების, სავარჯიშო დარბაზების, კაზინოების დახურვას. ბრიტანული მედიის ცნობით, საუბარია ძირითადად, ჩრდილოეთ ბრიტანეთზე.

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი ებრძვის ადგილობრივი შეზღუდვების პაკეტს. სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობა შეზღუდვების დაწესებით, მათ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG