ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუქმებული ტერმინალი ნიუ-იორკში სასტუმროდ გადაკეთდა

საინტერესო არქიტექტურის ძველ ტერმინალს, გასული საუკუნის ბოლოს, დანგრევა ელოდა. მისი ავტორია 60-იანი წლების ნეოფუტურიზმის მიმდევარი, ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი ერო სარინენი. ნიუ-იორკელებმა შენობა 1994 წელს ქალაქის ღირსშესანიშნაობად გამოაცხადეს და ამით განადგურებას გადაარჩინეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნაგებობაზე უფლება კერძო კომპანიას მიყიდეს, რომელმაც ტერმინალი სასტუმროდ გადააკეთა. TWA Hotel ქვინსის დასახლებაში მდებარე კენედის აეროპორტში წელს გაიხსნა. TWA (Trans World Airlines) თავის დროზე ამერიკის წამყვანი ავიაკომპანია იყო, რომელსაც მგზავრები ადგილობრივი, თუ საერთაშორისო რეისებით 1930 წლიდან მოყოლებული, 70 წელზე მეტხანს გადაჰყავდა. გაკოტრების შემდეგ, TWA ამერიკულმა ავიახაზებმა შეიძინა.

XS
SM
MD
LG