ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში 4 თურქი ჯარისკაცი დაიჭრა და ერთი დაიღუპა


სირიაში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ანკარის ინფორმაციით, ორშაბათს იერიში მიიტანეს იდლიბის რეგიონში განლაგებული თურქეთის საჯარისო ნაწილების მომარაგების კოლონაზე.

განცხადება დღეს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. თუმცა, ანკარას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ორშაბათის თავდასხმაზე. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა მოწინააღმდეგეს სარაკეტო იერიშით უპასუხა.

ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორია ამბობს, რომ კოლონის მანქანა გზაზე დაფლულ ნაღმზე აფეთქდა. ომის საზედამხედველო ოპოზიციური ჯგუფის ინფორმაციით, ინციდენტი სირიის სასაზღვრო რეგიონში მოხდა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანები ტრიალებდა.

გასულ წელს თურქეთმა და რუსეთმა აღნიშნულ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეთანხმებას იდლიბის რეგიონში აქამდე იცავდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG