ძლიერი მიწისძვრის გამო, თურქეთში 7 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.7 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ირანი იყო. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 5 კილომეტრს შეადგენდა.
დაღუპულების შესახებ მონაცემები თურქეთის შინაგან საქემთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ გააკეთა. მისი თქმით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია და 4 ზრდასრული. ასევე არიან დაშავებულები. ოფიციალური მონაცემებით მათი რაოდენობა ხუთია. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.
ოფიციალური ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 43 სოფელში იგრძნობოდა. ოფიციალური მონაცემებით არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა გასულ თვეში დაფიქსირდა, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და დაინგრა შენობები.
Facebook Forum