ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: იარაღის გაყიდვის შეზღუდვა ტეხასში მომხდარს ვერ შეაჩერებდა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ შეერთებულ შტატებში იარაღის გაყიდვის შეზღუდვა სადერლენდ-სპრინგსში მომხდარ მასობრივ მკვლელობას ვერ შეაჩერებდა. ამას გარდა, მისი თქმით, იარაღზე მკაცრი რეგულაციების შემთხვევაში, ტეხასის ბაპტისტურ ეკლესიაში არ აღმოჩნდებოდა შეიარაღებული ადამიანი, რომელიც თავდამსხმელს გაეკიდა და ამით გაცილებით მეტი მსხვერპლის თავიდან აცილება შეძლო.

"შესაძლოა აღარ გვყოლოდა ძალიან მამაცი ადამიანი, რომელსაც მანქანაში თოფი, ან შაშხანა ექნებოდა, მას დაედევნებოდა, ესროდა და განეიტრალებას შეძლებდა" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში გამართულ პრესკონფერეციაზე. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის იარაღის კონტროლზე კანონის გადახედვას, დონალდ ტრამპმა ჩიკაგოს მაგალითი მოიყვანა, სადაც კანონი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მკაცრია, მაგრამ მისი თქმით, კრიმინალური თვალსაზრისით, იქ "ტოტალური უბედურება" ტრიალებს. რაც შეეხება ტეხასს, იქ პრეზიდენტის აზრით, არსებული რეგულაციის უქონლობის შემთხვევაში, "26 ადამიანის ნაცვლად, შესაძლოა ასობით ადამიანი მოეკლათ".

კვირას, სადერლენდ-სპრინგსში მომხდარ მასობრივ მკვლელობას გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. ლას-ვეგასის და ნიუ-იორკის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ბოლო 35 დღეში ეს უკვე მესამე მასობრივი მკვლელობის ფაქტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG