ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანის მონაწილეობით, ამერიკაში ჩიპების 5 ახალი საწარმო აშენდება


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და TSMC-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სი სი ვეი. ვაშინგტონი, აშშ. 3 მარტი, 2025 წ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და TSMC-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სი სი ვეი. ვაშინგტონი, აშშ. 3 მარტი, 2025 წ.

ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა, ტაივანის კომპანიამ TSMC 3 მარტს გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში დამატებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს და მომავალ წლებში ჩიპების მწარმოებელ ხუთ დამატებით ქარხანას ააშენებს. TSMC ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი და ტექნიკის მთავარი ამერიკელი მწარმოებლების ძირითადი მიმწოდებელია.

კომპანის TSMC-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სი სი ვეიმ ამ გეგმის შესახებ თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გამოაცხადა. „ჩვენთვის საჭირო ჩიპებისა და ნახევარგამტარების დამზადება აქ უნდა შეგვეძლოს, ეს ჩვენთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, თქვა ტრამპმა.

100-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და აზიაში დამზადებულ ნახევარგამტარებზე შეერთებული შტატების დამოკიდებულების შემცირება, ადრე გამოცხადებულ დიდ ინვესტიციას დაემატება. TSMC აპრილში დათანხმდა ადრე დაგეგმილი ინვესტიცია 25 მილიარდით გაეზარდა და 65 მილიარდი დოლარის მოცულობის ყოფილიყო. ამასთან ერთად, კომპანია თანახმაა 2030 წლისთვის, არიზონაში მესამე ქარხანა დაამატოს.

ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებით, რომელიც მეტწილად ამომრჩევლების ეკონომიკური საკითხებზე შეშფოთებით იყო განპირობებული, ტრამპმა ადგილობრივ წარმოებაში ინვესტიციების გაძლიერების ძალისხმევა გაზარდა, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას.

TSMC-ის განცხადება, გეგმების ასეთი განვითარების ერთ-ერთი ბოლო ნიმუშია. თებერვალში „ეფლმა“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მოახდენს. მილიარდერმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჰუსეინ საჯვანიმ და SoftBank-მაც შეერთებულ შტატებში მრავალმილიარდიანი ინვესტიციის ჩადების პირობა დადეს.

TSMC გასულ წელს დათანხმდა მსოფლიოში ყველაზე მოწინავე 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგია არიზონის ქარხანაში აწარმოოს და მისი გამოშვება 2028 წელს დაიწყება. ამასთან ერთად, კომპანია არიზონაში ჩიპების დამზადების ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია „A16”-ს გამოიყენებს.

XS
SM
MD
LG