ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გენერალურ პროკურორს საყვედურობს


შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან საყვედური მიიღო. ტრამპმა ჯეფ სეშენსს მთელი წლის მანძილზე გაჭიანურებული სპეციალური გამოძიებისთვის უსაყვედურა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯეფ სეშენსმა ინტერესთა კონფლიქტის გამო, გახმაურებულ გამოძიებაზე ზედამხედველობაზე უარი თქვა და ეს ნაბიჯი თავის დროზე პრეზიდენტს არ შეუთანხმა. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიას და რუსეთს შორის შესაძლო გარიგების საქმეს იძიებს. სეშენსის უარი ინტერესთა ორმხრივი კონფლიქტით იყო გამოწვეული. ჯერ ერთი, ის ტრამპის გამოკვეთილი მხარდამჭერი იყო და მეორე: მან დაადასტურა, რომ ვაშინგტონში, საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, ორჯერ შეხვდა რუსეთის ელჩს.

“კუდიანებზე ნადირობა გრძელდება. ეს ყველაფერი ჯეფ სეშენსის ბრალია, რომელმაც არ შემატყობინა, რომ გამოძიებაზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობა მოიხსნა… ვინმე შემცვლელს სწრაფად მოვძებნიდი” - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”. “რამდენი დრო და ფული დაიკარგა, რამდენის ცხოვრება დაინგრა… და სეშენსმა უმეტესობაზე უკეთ იცოდა, რომ არანაირი გარიგება არ მომხდარა” - აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG