ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამ კვირამ შესაძლოა შუალედური არჩევნების ბედი განსაზღვროს


მიმდინარე კვირამ, შესაძლოა, დიდწილად განსაზღვროს ამერიკის შუალედური არჩევნების ბედი, რომელიც ამ წლის ნოემბერში გაიმართება.

მკაცრი კრიტიკის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერა ხელი და ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე მიგრანტი ოჯახების დაშორების გადაწყვეტილება შეცვალა.

უკვე ნათელია, რომ იმიგრაცია შუალედური არჩევნების მთავარი თემა იქნება. თემაზე ყურადღების გამახვილების პირობას დებს პრეზიდენტი ტრამპიც. გუშინ მინესოტაში საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იმიგრაცია მომავალ არჩევნებზე ცენტრალური საკითხი იქნება.

"თუ იმიგრაციის ადამიანური, სამართლიანი სისტემის შექმნა გსურთ, დემოკრატები სახლში უნდა გაისტუმროთ და რესპუბლიკელები აირჩიოთ, ამით საბოლოოდ ავაშენებთ კედელს. ჩვენ ძლიერი, ძალიან ძლიერი საზღვრები გვექნება", განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG