ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მხარს უჭერს 5 მილიონ დოლარიანი ე.წ. "ოქროს ბარათის" იდეას


საიმიგრაციო სამსახურის ოფისი ნიუ-იორკში
საიმიგრაციო სამსახურის ოფისი ნიუ-იორკში

სამშაბათს, 25 თებერვალს, პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა იდეას, უცხოელი ინვესტორებისთვის არსებული ვიზის პროგრამა, ე.წ. „ოქროს ბარათით“ ჩანაცვლდეს, რომლის ყიდვაც 5 მილიონ დოლარად იქნება შესაძლებელი და შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღების გზა გახდება.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩაანაცვლებს EB-5 იმიგრანტ ინვესტორის ვიზის პროგრამას. EB-5 პროგრამა დიდი თანხის ინვესტიციის ჩამდებ უცხოელებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილებს შექმნიან, ან არსებულ ადგილებს შეინარჩუნებენ, საშუალებას აძლევს ე.წ. „ოქროს ბარათის“ მეშვეობით შეერთებული შტატების მუდმივი მცხოვრებლები გახდნენ.

EB-5 პროგრამა „მწვანე ბარათს“ ანიჭებს უცხოელებს, რომლებიც შეერთებული შტატების ბიზნესებში ინვესტირების პირობას დებენ.

„ჩვენ ოქროს ბარათს გავყიდით“, თქვა ტრამპმა. „ამ ბარათს ფასს, დაახლოებით 5 მილიონ დოლარს დავადებთ“, დაამატა პრეზიდენტმა.

ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ შესაძლოა „ოქროს ბარათები“ რუსმა ოლიგარქებმაც მიიღონ. „დიახ, ეს შესაძლებელია. მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია“,-თქვა პრეზიდენტმა.

EB-5 იმიგრანტ ინვესტორის პროგრამა, რომელსაც შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახური წარმართავს, კონგრესმა 1990 წელს შექმნა, რათა „უცხოელი ინვესტორების მიერ ამერიკის ეკონომიკის სტიმულირება, სამუშაო ადგილების შექმნით და კაპიტალის ინვესტიციებით მომხდარიყო “.

„EB-5 პროგრამა... ის უაზრობით სავსე, მოჩვენებითი და ყალბი იყო, ის იყო „მწვანე ბარათის“ მიღების გზა და ძალიან იაფ ფასად. ამიტომ პრეზიდენტმა თქვა, რომ ამგვარი სასაცილო EB-5 პროგრამის ქონის ნაცვლად, EB-5 პროგრამას დავასრულებთ და მას ტრამპის „ოქროს ბარათით“ ჩავანაცვლებთ“, უთხრა სამშაბათს ჟურნალისტებს ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა.

XS
SM
MD
LG