ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კანონმდებლებისთვის ვადების დაწესებას ითხოვს


რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ამერიკის კოგნრესის წევრების უფლებამოსილებაზე ვადების დაწესების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს ამერიკის პოლიტიკის “გასუფთავების” ერთი ნაწილი იქნება.

“დადგა დრო კონგრესში ვადები დაწესედეს. კონგრესმენებსა და სენატორებს ეს ლიმიტი არ აქვთ. 2012 წლის არჩევნებში 90 პროცენტზე მეტი კანონმდებელი ხელახლა იქნა არჩეული,” განაცხადა ტრამპმა.

ამასთან ერთად, ტრამპი გამოდის წინადადებით, რომ კონგრესის ყოფილ წევრებს, მათი აპარატის წევრებს და ადამიანებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდნენ, სამსახურის დატოვების შემდეგ 5 წლის განმავლობაში აეკრძალოთ ლობისტად მუშაობა. უცხოელ ლობისტებს კი სამუდამოდ აეკრძალოთ ლობირების საშუალება იმ შემთხვევაში თუ ისინი ამერიკის არჩევნებში რომელიმე კანდიდატისთვის თანხების მოძიებაზე მუშაობენ.

დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს დღეს საღამოს დაგეგმილი დაბატების წინ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG