ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი, კლინტონი აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას


დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას. ორივე მათგანი ამომრჩეველს ხვდება იმ შტატებში, სადაც პირველი გამარჯვება მოიპოვეს, როცა საპრეზიდენტო რბოლა დაიწყო.

ტრამპს ღონისძიება აქვს დაგეგმილი ნიუ-ჰემფშირის შტატში, კლინტონი კი აიოვაში ხვდება ამომრჩეველს. ორივე შტატმა კანდიდატების ადრეულ წარმატებაში 8 თვის წინ დიდი როლი შეასრულა. ორივე შტატს, 8 ნოემბრის შედეგებში, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, ნაკლები ზეგავლენის მოხდენა შეეძლება, იმდენად, რამდენადაც საარჩევნო კოლეჯის სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით ფაზაზე მეტი დატვირთვა მოდის ხალხმრავალ შტატებზე, როგორიცაა მიჩიგანი და ფლორიდა. დონალდ ტრამპი მიჩიგანს, ჰილარი კლინტონი კი ფლორიდას პარასკევს ეწვევიან.

XS
SM
MD
LG