ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამდებობის დაკავებამდე ტრამპს ფედერალური ბრალდებები მოეხსნა


ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, როდესაც დონალდ ტრამპი, ქვეყნის არჩეული 47-ე პრეზდენტი, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება, მას ფედერალური ბრალდებები წაყენებული აღარ ექნება.

საოლქო მოსამართლე ტანია ჩუტკანმა ვაშინგტონში, ორშაბათს, გააუქმა ბრალდებები ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებამდე, სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა სასამართლოში განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გრძელვადიანი პოლიტიკა გამორიცხავს მოქმედი პრეზიდენტის დევნას.

Truth Social-ის მედია პლატფორმაზე მომხდართან დაკავშირებით, ტრამპმა დაწერა: „ეს საქმეები, ისევე როგორც ყველა სხვა საქმე, რომელთა გავლაც მომიხდა, არის ცარიელი და უკანონო და არასოდეს არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი“.

მისი თქმით, გადასახადების გადამხდელთა კუთვნილი 100 მილიონ დოლარზე მეტი "გაიფლანგა დემოკრატიული პარტიის ბრძოლაში მათი პოლიტიკური ოპონენტის, ჩემს წინააღმდეგ. ეს იყო პოლიტიკური გატაცება და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შესაძლო ქმედებებიდან, ეს იყო ყველაზე დაბალი ნიშნული. და მაინც, მე გავუძელი, ყოველგვარი მოლოდინების წინააღმდეგ და გავიმარჯვე", - თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა.

თავისი საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა პირობა დადო, რომ თუ მას მეორედ აირჩევნდნენ და პრეზიდენტი გახდებოდა, ის გაათავისუფლებდა პროკურორ ჯეკ სმიტს დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სმიტი ისედაც აპირებს იუსტიციის დეპარტამენტის დატოვებას იქამდე, ვიდრე ტრამპის თანამდებობას დაიკავებს.

XS
SM
MD
LG