პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი წელიწადი ოფისში - სამახსოვრო ფოტოები
ტრამპის პირველი წელი - სამახსოვრო ფოტოები

1
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიაზე. 20 იანვარი, 2017 წ.

2
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეუღლე მელანია ტრამპთან ერთად ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ გამართულ მეჯლისზე ცეკვავს. 20 იანვარი, 2017 წ.

3
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი მიიღო. მოგვიანებით, კომის პოსტიდან მოხსნას, ვაშინგტონში საგანგებო გამომძიებლის დანიშნვა მოჰყვა. 22 იანვარი, 2017 წ.

4
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მისი უახლოესი გარემოცვიდან, რომელიც ამ ფოტოზეა, ახლა თანამდებობაზე მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია დარჩენილი. პოსტები დატოვეს (მარცხნიდან მარჯვნივ): თეთრი სახლის აპარატის უფროსმა რინს პრიბუსმა, უფროსმა მრჩეველმა სტივ ბენონმა, კომუნიკაციების დირექტორმა შონ სპაისერმა და მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა. ამ უკანასკნელს საგანგებო გამოძიებამ ბრალი წაუყენა. 28 იანვარი, 2017 წ.