ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი სენდი აშშ-ს სანაპიროსთან


ატლანტის ოკეანეში, შეერთებული შტატების ნაპირებთან შტორმი სახელად სენდი უკვე ქარიშხლად გარდაიქმნა. ამერიკის ქარიშხლების კვლევის ეროვნული ცენტრის ცნობით, სენდი ძალზედ დიდი ციკლონია, რომელიც 160 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. როგორც მოსალოდნელია, ქარიშხალი მილიონობით ადამიანს დააზარალებს ფლორიდიდან დაწყებული ნიუ-ინგლანდის შტატების ჩათვლით. ქარიშხალმა კარიბის ზღვის აუზში უკვე შეიწირა 43 ადამიანის სიცოცხლე. ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, მერილენდის და ვირჯინის შტატებში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG