იაპონურმა მანქანათმშენებელმა გიგანტმა ტოიოტამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ ევროპაში ტოიოტას ხუთ ქარხანას რამდენიმე დღით გააჩერებს. სამუშაოების შეჩერების მიზეზად კომპანიამ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მანქანის ნაწილების ნაკლებობა დაასახელა.
ქარხნების გაჩერება სავარაუდოდ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში მოხდება. ტოიოტამ მანქანების მშენებლობა მარტში უკვე შეწყვიტა ჩრდილოეთ ამერიკაში.