ირანის დედაქალაქ თეირანში მრავალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლთან გამკვლავებისას ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის იყვნენ მეხანძრეები.
თეირანის სახანძრო სამსახური ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე განცხადებას არ აკეთებს. “ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზებზე საუბარი არ შეგვიძლია. შესაძლოა ხანძარი მოძველებულ ელექტრო-გაყვანილობას გამოეწვია, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და გამოძიება მიმდინარეობს,” განაცხადა სახანძრო სამსახურის სპიკერმა ჯალალ მალეკიმ.
ცეცლხის გაჩენიდან რამდენიმე საათში შენობა მთლიანად ჩამოინგრა.
“პლასკო” 1962 წელს აშენდა, მაშინ ის თეირანში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო.