ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ დევნილთა დეტალები


დევნილთა რიცხვმა უკვე მიაღწია 235 ათას ადამიანს

გაეროს მონაცემებით, აგვისტოში სირია 100 ათასმა დევნილმა დატოვა, რაც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ დღეს გაეროს დევნილთა სააგენტოს პრესსპიკერმა, მელისა ფლემინგმა განაცხადა. მისი თქმით, სირიიდან დევნილთა რიცხვმა უკვე მიაღწია 235 ათას ადამიანს. აგვისტოს მაჩვენებელს კი მან დევნილთა გასვლის „მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდა:

„ეს მიუთითებს სირიიდან დევნილთა რაოდენობის ესკალაციაზე, დღეს არის დიდი რაოდენობით ხალხი, ვინც ეძებს თავშესაფარს, და ასევე ქვეყანაში არაპროგნოზირებად ვითარებაზე,“ - განაცახდა ფლემინგმა.

ამავდროულად, დამასკოში სირიის პრეზიდნეტს, ბაშარ ალ-ასადს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ხელმძღვანელი შეხვდა. შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. მხარეებს მოლაპარაკების დეტალები არ გაუვრცელებიათ.
XS
SM
MD
LG