გაეროს ნარკოტიკების კონტროლის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე ახალი ლეგალური და სინთეტიკური ნარკოტიკების ხვედრითი წილი ბოლო დროს საგრძნობლად გაზრდილია და საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისი აცხადებს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება რომელიც „ენპისის“ სახელითაა ცნობილი, ბაზარზე ლეგალურად იყიდება. დოკუმენტის მიხედვით, ახალი ნარკოტიკები შესაძლოა ჯანმრთელობისთვის უფრო მეტად სახიფათო იყოს, ვიდრე ტრადიციული.
ფსიქოაქტიური ნივთიერება რომელიც „ენპისის“ სახელითაა ცნობილი, ბაზარზე ლეგალურად იყიდება