სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მან თქვა, რომ საქართველო გმობს სირიაში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებსაც ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფანჯიკიძის განცხადებით, ამ ძალადობის „კულმინაცია იყო ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც მისი თქმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.“
საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო მიესალმება და ემხრობა საერთაშორისო თანამეგობრობის მზადყოფნას უფრო აქტიური როლის შესასრულებლად სირიის ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევის მიმართულებით.
მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს საკონსულოს ქაიროში სირიაში მყოფ ქართველებთან რეგულარული კონტაქტი აქვს და მიმდინარეობს მცდელობა 22მდე საქართველოს მოქალაქის სირიიდან უსაფრთხო გამოყვანის გძების ძიებასთან დაკავშირებით. მინისტრის განმარტებითთ, ამ ადამიანებს, ზოგიერთს, სირიის დატოვება არ სურს. მათი სურვილის შემთხვევაში საკონსულო მათ ბეირუთში გამგზავრებას შეეცდება, იქიდან კი საქართველოში ჩაყვანას. მინისტრმა დააზუსტა, რომ ტექნიკური დეტალები ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტდება.