ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესის წევრებს ხვდება


obama
obama

სენატორები მაკეინი და ლინდსი გრემი პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრით კმაყოფილები არიან

პრეზიდენტი ობამა სირიის საკითხებთან დაკავშირებით დღეს კონგრესს ხვდება. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ კონგრესთან სირიაზე იერიშის მიტანის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს. სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე დღეს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარტინ დემფსი წარსდგებიან. ასევე გრძელდება დახურულ კარს მიღმა შეხვედრები კანონმდებლებთან, რომლებიც თეთრ სახლში იმართება.

სენატორები მაკეინი და ლინდსი გრემი პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრით კმაყოფილები არიან, თუმცა პრეზიდენტის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. „თუკი კონგრესი უარს იტყვის მსგავს რეზოლუციაზე, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის იმოქმედოს, შედეგი კატასტროფული იქნება“ - განაცხადა სენატორმა მაკეინმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში მეგობარი ქვეყნების ნდობის დაკარგვა არამარტო ამ პრეზიდენტს ავნებს, არამედ ამერიკის მომავალი პრეზიდენტებისთვისაც საზიანო იქნება.

დღეს გაეროში გენერალური მდივანი ბან კი მუნი სირიის საკითხების განხილვის მიზნით უშიშროების საბჭოს წევრებს ხვდება. ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე ბრიფინგი მას უკვე ჩაუტარდა. დამასკოში მომწამლავი აირის გამოყენებას გაეროს მონაცემებით, სულ ცოტა 1 400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG