ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთს ეჭვი აქვს, რომ მკვლელობაში უცხოეთის ძალები იყო ჩართული


შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი

შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ სალვან მომიკის მკვლელობაში უცხოეთის ძალები ყოფილიყვნენ ჩართული. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, ხუთი ადამიანი დააკავა.

ერაყიდან ლტოლვილი 38 წლი სალვან მომიკა საკუთარ სახლში 30 იანვარს მოკლეს. ის იყო საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, სადაც საჯაროდ წვავდნენ ყურანს - მუსლიმთა წმინდა წიგნს.

ქალაქ სედერტალეში მომიკა განაჩენის გამოტანამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მოკლეს. სასამართლოს ვერდიქტი მისთვის წაყენებული, ეთნიკური და ეროვნული ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებაზე უნდა გამოეტანა.

საქმეში მასთან ერთად კიდევ ერთი პირი ფიგურირებს. მეორე ბრალდებული სოციალურ ქსელში წერს, რომ ის სავარაუდოდ შემდეგი მსხვერპლი იქნება.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უსაფრთხოების სამსახურები ღრმად არიან ჩართულნი [გამოძიებაში], რადგან აშკარად არსებობს უცხოეთის ძალებთან კავშირის რისკი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მკვლელობა დაგმო ვიცე-პრემიერმა ება ბუშმაც. "ეს არის საფრთხე ჩვენი თავისუფალი დემოკრატიისთვის. მას ჩვენი საზოგადოება წინ მთელი ძალით უნდა აღუდგეს", - წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე.

XS
SM
MD
LG