ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი ნატოს გასაძლიერებლად ბალტიის ზღვაში ხომალდებს და სადაზვერვო თვითმფრინავს გააგზავნის


შვედი მეზღვაურები წყალქვეშა ნავზე ადიან, რომელიც კარლსკრონაში, შვედეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. შვედეთი, 25 მაისი, 2023 წ.
შვედი მეზღვაურები წყალქვეშა ნავზე ადიან, რომელიც კარლსკრონაში, შვედეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. შვედეთი, 25 მაისი, 2023 წ.

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში ალიანსის გაძლიერების მიზნით სამ სამხედრო ხომალდს გაუშვებს. ნატო - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დივერსიისგან დაცვის ძალისხმევას ზრდის.

სამხედრო ხომალდების გარდა, შვედეთი რეგიონში ასევე აგზავნის სადაზვერვო თვითმფრინავს ASC 890 და სანაპირო დაცვის გემებს. შვედეთის მთავრობის განცხადებით, დამატებით 7 გემი სრულ მზადყოფნაში იქნება მოყვანილი, რათა საჭიროების შემთხვევაში, ნატომ ისინი ბალტიის ზღვის დასაცავად და პატრულირებისთვის გამოიყენოს.

შვედეთი დასავლეთის სამხედრო თავდაცვითი ალიანსის 32-ე წევრი გასული წლის მარტში გახდა. მანამდე, რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ალიანსში ფინეთიც გაწევრიანდა. რუსეთის მეზობელი ქვეყნები რეგიონში თავს დაცულად აღარ გრძნობენ და მათ ტრადიციულ სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარიც თქვეს.

ბალტიის ზღვაში გახშირდა დივერსიის ფაქტები ენერგიის წყალქვეშა გაყვანილოებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვი რეგიონში რუსეთის აქტივობაზე აქვთ, რადგან გაყვანილობათა ნაწილი არამარტო დასავლეთის ქვეყნების ვაჭრობას და ენერგოუსაფრთხოებას ემსახურება, არამედ ამცირებს ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG