ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სწავლის მსურველებს ბლოგი ყველა კითხვაზე პასუხს სცემს


ბლოგი ამერიკაში სწავლის მსურველ სტუდენტებს ამომწურავ ინფორმაციის აწვდის

უცხოელ სტუდენტებს უამრავი შეკითხვა აქვთ ამერიკაში უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ჯესიკა სტალი “ამერიკის ხმის” სტუდენტური კავშირის ბლოგის რედაქტორია. მისი ბლოგის პრიორიტეტიც სწორედ, უცხოელი სტუდენტებისათვის, ამერიკაში სწავლის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა.

“ყველაზე ხშირად ფინანსურ დახმარებასა და სტიპენდიების შესახებ გვეკითხებიან. ხალხს სურს სრულყოფილი პასუხი მიიღოს კითხვაზე თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება. სამწუხაროდ, ამაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის არც ისე იოლია,-” ამბობს ბლოგის რედაქტორი.

რეალურად, ფინასური დახმარების მიღების დიდი შანსი მხოლოდ ამერიკელ სტუდენტებს აქვთ. თუმცა, უცხოელი სტუდენტებისთვისაც არსებობს სპეციალური პროგრამები.

მეორე საკითხი, რომელიც უცხოელ სტუდენტებს აღელვებთ ინგლისური ენის სათანდო დონეზე ცოდნის მოთხივნის დაკმაყოფილებაა:

“როგორ გავაუმჯობესო ჩემი ინგლისური, - ამ კითხვით ხშირად მოგვმართავენ, რადგან მათ იციან, რომ ამერიკაში სწავლა თავდაპირველად ინგლისურ ენაში TOEFL-ის ტესტის ჩაბარებას მოითხოვს, რომელიც შესაბამის ქულებით ფასდება,” გვიხსნის ჯესიკა სტალი.

რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნის ასამაღლებლად, ყველაზე პოპულარული სპეციალური ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებია.

სტუდენტური კავშირის ლექსიკონში სიტყვა კატალოგსაც შეხვდებით. უცხოელმა სტუენტებმა ამის შესახებ არაფერი იციან, არადა სწორედ ამ აღნიშნულ, უნივერსიტეტისა თუ კოლეჯის კატალოგში ნახავთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც აკადემიური კურსებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ.

ჯესიკა სტალს 41 უცხოელი სტუდენტი ბლოგერი ჰყავს, რომლებიც ამერიკულ სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებში სწავლობენ. ისინი საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს დაინტერესბულ პირებს უზიარებენ. მაგალითად, ზიმბაბველმა სტუდენტმა სიმბამ, ბლოგის მეშვეობით საკუთარი შეხედულება გადმოსცა იმაზე, თუ როგორი დრო გაატარა ამერიკელ სტუდენტებთან ლანჩზე ყოფნის დროს.

მისთვის საოცრად მტკივნეული აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთმა ამერიკელმა სტუდენტმა ფეისბუკის არსებობა ზიმბაბვეში ძალიან გაიკვირვა.

სტუდენტური კავშირის ბლოგის რედაქტორი ჯესიკა სტალი ამბობს, რომ ბლოგზე და ფეისბუქის გვერდზე უამრავი გამოუხმაურება სხვადასხვა სტუდენტებისაგან მოსდის:

“მათ რიცხვს განეკუთვენიბან, ჩინელი, პაკისტანელი, ნიგერიელი, ინდონეზიელი და სტუდენტები თითქმის მთელი მსოფლიოდან.”

რაც შეეხება ამერიკაში სასწავლის შესახებ ინფორმაციის უშუალო მოპოვებისათვის, ჯესიკა სტალის რჩევით უმჯობესია მიმართოთ შემდეგი ორგანიზაციების ვებ გვერდებს: სახელმწიფო დეპარტამენტის - educationusa.info და ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებ-გვერდს: studyinthestates.dhs.gov

XS
SM
MD
LG