ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ სინოპტიკოსთა პროგნოზები


გასულ წელთან შედარებით 2013 წლის ქარიშხლის სეზონი ბევრად უფრო დატვირთული იქნება

შეერთებული შტატების სინოპტიკოსთა პროგნოზის თანახმად, წლევანდელ ატლანტიკურ სეზონზე ექვსი ძლიერი ქარიშხალია მოსალოდნელი.

დღეს ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არსებობს 70 პროცენტი შანსი იმისა, რომ ატლანტიკურ ოკეანეზე 13-დან 20 მდე ქარიშხალი წარმოიშვას, მათგან 11 კი ძლიერ შტორმად გადაიქცევა.

სინოპტიკოსები ზუსტად ვერ ამბობენ, მოაღწევენ თუ არა ეს ქარიშხლები ხმელეთამდე. ქარიშხლების ძეზონი 1 ივლისიდან იწყება და 30 ნოემბრამდე გრძელდება.

2012 წელს 10 ატლანტიკური ქარიშხალი დაფიქსირდა, რომელთა შორის ერთერთი ქარიშხალი სენდი იყო. სენდიმ ოქტომბერში ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის სანაპიროს სეროიზული ზარალი მიაყენა.
XS
SM
MD
LG