ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში "სტარბაქსმა" ორი მაღაზია დახურა


„სტარბაქსმა“ ჩინეთში ორი მაღაზია დახურა. ამრიკული კომპანია შიდა გამოძიებას აწაროემბს მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ჩინურმა გაზეთმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ კომპანია სასმელების დასამზადებლად ვადაგასულ ნედლეულს იყენებდა.

გაზეთის ინფორმაციით, „ფარული გამოძიებით“ დადგინდა, რომ ქალაქ ვუქსიში მდებარე „სტარბაქსის“ ორ მაღაზიაში, სურსათის უვნებლობის წესები ირღვეოდა.

„ჩვენ მხედველობაში ვიღებთ, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და შემდეგომი საფუძვლიანი გამოძიებისთვის, დაუყიოვნებლივ დავხურეთ ორი სადავო მაღაზია“ - აცხადებს „სტარბაქსის“ სპიკერი.

სტარბაქსი ჩინურ ბაზარზე 22 წლის წინ შევიდა და კომპანიის განცხადებით, მას შემდეგ, სურსათის უვნებლობის საკითხთან დაკავშირებით, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას აგრძელებს.

„ტვიტერის“ ანალოგ ჩინურ სოციალურ ქსელში, საკითხი ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები, საერთაშორისო ბრენდების მოსმახურების დაბალ ხარისხზე საუბრობენ. პრეტენზიები გამოითქმის კანადური ზამთრის ქურთუკების მწარმოებლის, “Canada Goose”-ს მიმართ, რის გამოც ბრენდმა ჩინეთის მთავრობის საყვედურიც მიიღო.

ჩიეთი, შეერთებული შტატების შემდეგ, „სტარბაქსის“ ყველაზე დიდი ბაზიარია. მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ამერიკულ კომპანიას იქ 5360 მაღაზია აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG