ესპანეთის ოპოზიციონერი, სოციალისტი ლიდერი პედრო სანჩესი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხდება, მას შემდეგ რაც მარიანო რახოიმ დღეს დილით საპარელამენტო ნდობის ვოტუმი დაკარგა. სანჩესი ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ხელმძღვანელია.
ოთხი ათეული წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედი პრემიერის გადაყენება ხდება პარლამენტში. სანჩესს ნდობა გამოუცხადა 180-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგ წავიდა 169 კანონმდებელი და თავი შეიკავა მხოლოდ ერთმა პარლამენტის წევრმა.
რახოისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი გახდა ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკორუფციულ საქმეზე, მარიანო რახოის სახალხო პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო თაღლითობაში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში და ფულის გათეთრებაში.
Facebook Forum