ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე დრონებით შეტევას


უკრაინის რამდენიმე რეგიონში, 14 ივლისის გამთენიას, საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმა ისმოდა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, ირანული დრონებით კიდევ ერთი შეტევა მიიტანა. მოსკოვი უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა უკრაინას დრონებით აქტიურად უტევს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ კრივი რიჰში. განცხადება რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" გააკეთა.

„თუმცა, ყველა დრონის განადგურება ვერ მოხერხდა და კრივი რიჰში დაზიანდა კომუნალური კავშირების კომპანია“, წერს ლისაკი და დასძენს, რომ ქალაქში დაზიანდა სატრანსპორტო კომპანია, რამდენიმე შენობა და განადგურდა სამრეწველო აღჭურვილობა. ლისაკის თქმით, 56 წლის მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ დაზიანების მიუხედავად, ქალაქში კომუნალური სერვისების მიწოდება გრძელდება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ განაცხადა, რომ მათ ქვეყნის მასშტაბით ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გასროლილი 16 ირანული დრონი, 17-დან.

ეს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების მეოთხე დღეა. წინა დღის თავდასხმისას, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა და დაზიანდა რამდენიმე შენობა, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში.

ბრძოლის ველზე, უკრაინის სამხედროების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 30 იერიში მიიტანა დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

„მტერი აგრძელებს ძირითად თავდასხმით ძალისხმევას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკისა და მარინკის მიმართულებით. მძიმე ბრძოლები გრძელდება“, - ნათქვამია გენერალური შტაბის ყოველდღიურ მოხსენებაში.

ამ ფონზე, პენტაგონმა 13 ივლისს განაცხადა, რომ "ვაგნერის" დაქირავებული მერბძოლები, რომლებიც ბახმუტში იბრძოდნენ, სამხედრო ოპერაციებში აღარ მონაწილეობენ, მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ "ვაგნერის" ძალებს, რომლებიც მონაწილეობენ რაიმე მნიშვნელოვან კუთხით, უკრაინაში საბრძოლო ოპერაციების მხარდასაჭერად“, - თქვა პენტაგონის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG