ამერიკელი კინორეჟისორი სოფია კოპოლა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარის -კუენტინ ტარანტინოს თქმით, კოპოლას ფილმმა ჟიურის წევრებზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა . აღსანიშნავია ისიც,რომ კინოფესტივალის პრიზი ოქროს ლომი ამერიკელ რეჟისორს ფარული კენჭისყრის შედეგად ერგო.
სოფია კოპოლას ფილმი სახელწოდებით „სადღაც“ ერთი ჩვეულებრივი მსახიობის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ამ ცხოვრების ამაოებაზე მას მერე დაფიქრდება, რაც გარემოს,რომელშიც ცხოვრობს , საკუთარი თერთმეტი წლის ქალიშვილის თვალებით დაინახავს.
კოპოლას ფილმში ასევე მწვავედაა ასახული ჰოლივუდის საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ფუფუნება, წარმატება,ნარკოტიკები და მედიის ზეწოლა.
რეჟისორმა სოფია კოპოლამ ჯილდოს გადაცემის დროს საოზგადოებას შემდეგი სიტყვით მიმართა;
„მე ვამაყობ ამ პრიზით,მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ჩემს ფილმს ამ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, ჩემთვის ეს მაინც წამოუდგენელი გახლდათ“
კოპოლამ მადლობა გადაუხადა საკუთარ მამას , ცნობილ რეჟისორს ფრენსის ფორდ კოპოლას,რომელსაც პედაგოგი და ამ ჯილდოს მთავარი მიზეზი უწოდა.