ვაშინგტონის და შვეიცარიის უნივერსიტეტის მარკეტინგის ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რომელი სურნელი ახდენს ყველაზე მეტ ზეგავლენას მყიდველზე. გაირკვა, რომ ამ მხრივ ყველაზე ეფექტური ფორთოხლის არომატული სურნელია. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მარტივი და მკვეთრია სუნი, მით უფრო მაღალი ეფექტი აქვს მას ადამიანზე. მეცნიერები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ მარტივი სუნი ტვინისთვის იოლი აღსაქმელია და მისი ზეგავლენით ადამიანი სხარტად აზროვნებს, სწრაფად მუშაობს ან ვაჭრობს. მეცნიერების დასკვნით, სურნელს მოგონებების გაღვიძება შეუძლია.
ფორთოხლის არომატს მყიდველზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია