სერბეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა არჩევნებში ლიდერად გამოიკვეთა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება მან ვერ შეძლო. ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ადგილზე გავიდა ტიმოსლავ ნიკოლიჩი, სერბეთის პროგრესული ნაციონალური პარტიიდან. სულ არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობდა. ამ დროისათვის დათვლილია 4 მილიონი ბიულეტენი. აქედან ნახევარზე მეტს ეს ორი კანდიდატი ინაწილებს. თავის მხრივ, ტადიჩი ნიკოლიჩს 13 ათას ასი ხმით უსწრებს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ნიკოლიჩის ნაციონალისტურმა პარტიამ 73 ადგილი მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში, ტადიჩის ბლოკს კი მხოლოდ 67 ადგილი ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ 44 ადგილი სერბეთის სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა, რომელსაც ერთ დროს სლობოდან მილოშევიჩი ხელმძღვანელობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში მას მნიშვნელოვანი წონა ექნება.