სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა, სამშაბათს თანამდებობა დატოვა. ანტისამთავრობო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.
ნოვი სადში დაწყებული მცირე შეკრებები სწრაფად გავრცელდა დედაქალაქ ბელგრადში, სადაც ათასობით სტუდენტი, მასწავლებელი და სხვა პროფესიის ადამიანი გამოვიდა მთავრობის წინააღმდეგ, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის კორუფციაში დადანაშაულებით.
მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე ვაჭრობის მინისტრი, უკვე გადადგნენ აღნიშნული ინციდენტის გამო, თუმცა ამან ვერ შეაჩერა პროტესტი.
„მე გადავდგი ეს ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლად,“ განაცხადა ვუჩევიჩმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ ნოვი სადის მერი ასევე გადადგება.
„ამით ჩვენ დავაკმაყოფილეთ ყველაზე რადიკალური პროტესტანტების ყველა მოთხოვნა.
ახლა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რამდენად იმოქმედებს ეს პრეზიდენტზე, რომლის პარტიამ 2023 წლის ვადამდელ არჩევნებში მარტივად გაიმარჯვა.
ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ვუჩიჩს და სერბეთის პროგრესულ პარტიას (SNS) ადანაშაულებენ ამომრჩეველთა მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტებზე ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
ოპოზიციურმა პარტიამ „კრენი-პრომენიმ“ მოუწოდა დროებითი მთავრობის ფორმირებისკენ, რომელიც შედგებოდა ექსპერტებისგან, რომლებსაც სტუდენტები დაამტკიცებენ. პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, არ გააპროტესტონ არჩევნები, თუ ისინი ჩატარდება.
პროტესტები, მათ შორის სტუდენტების მიერ ბელგრადში მთავარი გზაჯვარედინის ბლოკირება, ძირითადად მშვიდობიანი იყო.
თუმცა, ორშაბათს ნოვი სადში სამ პროტესტანტს დაესხნენ თავს, რაშიც ვუჩიჩის პარტიის წევრებს ადანაშაულებენ. ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავის ტრავმები მიიღო და ჰოსპიტალიზიზებულია.
ნოვი სადის პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს.
სამშაბათს ნოვი სადში ათასობით სტუდენტი შეიკრიბა მომხდარის გასაპროტესტებლად.