ამერიკელი კონგრესმენები საკანონმდებლო მუშაობას სექტემბერში შეუდგებიან. მათ პირველ ოქტომბრამდე უნდა დაასრულონ მუშაობა ფედერალური ბიუჯეტის დაფინანსების საკითხზე. რესპუბლიკელთა ნაწილი ხელისუფლების გადაყენებით იმუქრება, თუკი კონგრესი არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარდგენილ ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსებას, რომელიც ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამით არის ცნობილი. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მელონი არსებულ გაურკვევლობაზე საუბრობს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმას ხელი 2010 წელს მოაწერა, თუმცა ამ საკითხის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული დავა ისევ გრძელდება.
კანონის მომხრეები და მოწინააღმდეგენი სატელევიზიო რეკლამებში ხშირად ჩანან, ამით ისინი საზოგადოების მხარდაჭერას მოელიან.
რესპუბლიკელების ზოგიერთი წარმომადგენელი კონგრესს მოუწოდებს, რომ არ დააფინანსონ ჯანდაცვის რეფორმის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება პირველ ოქტომბრამდე უნდა იყოს მიღებული. მათ შორისაა, სენატორი ტეხასიდან ტედ კრუზიც.
ტედ კრუზი: ასე არ გამოვა. ეს ჯანდაცვის სისტემას დააზარალებს. სწორედ ახლა არის შესაძლებლობა თუ ამერიკელი ხალხი ამას მოინდომებს და წინ აღუდგება, რომ არჩეული ხელისუფლება გადავაყენოთ.
კრუზს ამ მოსაზრებებში ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო არ ეთანხმება. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ორივე პოტენციურ კანდიდატურად მოიაზრება.
მარკო რუბიო: თუკი იმ ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ, რომელიც ჯანდაცვის ამ პროექტს დააფინანსებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ობამას მიერ წარდგენილ რეფორმას ვეწინააღმდეგებით.
რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულმა წარმომადგენლობითმა პალატამ ჯანდაცვის პროექტის დაფინანსებას ხმა რამდენჯერმე არ მისცა.
თუმცა ეს ძალისხმევა დემოკრატების მიერ სენატში დაიბლოკა, რომელსაც პრეზიდენტი ობამა ვეტოს დაადებს
.
ბარაკ ობამა: ის რომ ხელისუფლებას გადააყენებთ და 30 მილიონ ადამიანს ჯანდაცვის გარეშე დატოვებთ, ეს ცუდი აზრია.
ჯანდაცვის პროექტის დაფინანსების გარეშე დატოვებას ასევე დემოკრატი კონგრესმენებიც ეწინააღმდეგებიან. მათ შორის არის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსიც.
ნენსი პელოსი: ისინი ქაოტურად იქცევიან და ამერიკელებისთვის საკითხს უფრო პრობლემატურს ხდიან, ვფიქრობ რომ ეს უნდა მოვაგვაროთ.
რამდენიმე გავლენიანი რესპუბლიკელი ასევე პროექტის დაუფინანსებლობის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბოენერი ამ თემაზე ორაზროვნად საუბრობს.
ჯონ ბოენერი: დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არეულობამდე მივა, თუმცა ვფიქრობს იმასაც, საკითხი მაინც მოგვარდება.
ობამას ჯანდაცვის პროექტის დაუფინანსებლობაზე საუბარი თავიდან კონსერვატიულმა რესპუბლიკელებმა და „ ჩაის სმის მოძრაობის“ წევრებმა დაიწყეს, ამბობს ანალიტიკოსი დევიდ ჰოკინსი.
დევიდ ჰოკინსი: კონსერვატორი რესპუბლიკელები და „ჩაის სმის მოძრაობის“ წევრები ამ ბრძოლისთვის 2011 წლიდან ემზადებიან, ანუ მას შემდეგ რაც კონგრესში შევიდნენ. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა დიდი წარმომადგენლობა კონფრონტაციულად არის განწყობილი და ფიქრობენ, რომ ამ ბრძოლას მოიგებენ.
რესპუბლიკელების სტრატეგიული ექსპერტი ფორდ ოკონელი მათ შორისაა, რომელიც რესპუბლიკელებს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების გადაყენება არ მოითხოვონ.
ფორდ ოკონელი: ეს ძალიან სარისკო სტრატეგიაა, რომელიც შემდეგ რესპუბლიკელებს უკან დაუბრუნდებათ ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც შეეცდებიან შეცვალონ თავიანთი იდენტურობა და შეხედულებები და მოიგონ 2014 წლის არჩევნები, იმისათვის რომ გაზარდონ მათი ძალაუფლება და რაოდენობა კონგრესში.
ვეტერანი რესპუბლიკელები განიცდიან იმას, რომ 1990 წელს ისინი ერთხელ უკვე დაადანაშაულეს ხელისუფლების გადაყენებაში პრეზიდენტ ბილ ქლინთონთან ბიუჯეტის თემაზე კონფრონტაციის დროს. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი რამ ახლა უკვე ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსების გამო შეიძლება განმეორდეს.