ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რუსეთის სანქციებს უწესებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთზე, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საპასუხოდ, სანქციები დააწესა.

გაზეთი “ვაშინგტონ პოსტის” დღეს იუწყება, რომ თეთრ სახლში იმაზე ბჭობენ თუ როგორ დასაჯონ რუსეთი პრეზიდენტ ობამას მიერ გასულ წელს ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულებით.

განკარგულება პრეზიდენტს ნებას რთავს ეკონომიკური სანქციები დააწესოს იმ ჰაკერებზე, რომლებიც საზღვარგარეთ, ამერიკის იურისდიქციის მიღმა, არიან.

ამ განკარგულების სამიზნე არის ნებისმიერი, ვინც შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ამერიკის ეკონომიკას ან ინფრასტრუქტურას უქმნის საფრთხეს.

სანქციების შესაძლო დაწესება მალევე დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ობამას ადმინისტრაცია სანქციებს თეთრი სახლის დატოვებამდე, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, აამოქმედებს.

XS
SM
MD
LG