რუსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი როკორდულად მაღალია. მხოლოდ ორშაბათს, 24 საათის მონაცემებით, ინფიცირების 37 930 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთისთვის ყველზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ხელისუფლება იმედგაცრუებულია, რადგან მოსახლეობა რუსული წარმოების ვაქცინის მიღებას ენთუზიაზმით არ ხვდება. ამ ფონზე, კრემლი კოვიდ-შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს.
ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი მაღალია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარ ეპიცენტრად იქცა.
ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანა პანდემიის ახალ ტალღასთან ერთად ახალ შეზღუდვებს აწესებს. ორშაბათიდან შეზღუდვები გამკაცრდა ჩეხეთსა და რუმინეთში. სლოვაკეთს უკვე აქვს მკაცრი შეზღუდვები, ისევე როგორ ბულგარეთს.
ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედით, ბულგარეთი 23.9%-ით ევროკავშირში ბოლო ადგილზეა.
ვითარება გართულებულია აზიაშიც. წითელი ჯვარი, განსაკუთრებული პანდემიური მდგომარეობის გამო, პაპუა-ახალი გვინეასთვის დახმარებას ითხოვს. შემთხვევებმა იმატა ჩინეთშიც. პეკინი იძულებული გახდა ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობამდე ოთხი თვით ადრე სპორტული აქტივობები შეეზღუდა.
Facebook Forum