ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ჰიზბ უთ-თაჰრირის წევრები დააპატიმრეს


ისლამისტური ჯგუფის წევრები მოსკოვის მეჩეთებში მუსულმანების გადაბირებას ცდილობდნენ

რუსეთის პოლიციამ აკრძალული ისლამისტური ჯგუფის ექვსი წევრი დააპატიმრა. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება და ადამიანთა გადაბირება.

პოლიციის განცხადებით, ორგანიზაცია ჰიზბ უთ-თაჰრირი სასამართლოს გადაწყვეტილებით საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფად არის ცნობილი, რომლის მიზანი ისლამისტური სახელმწიფოს შექმნაა. პოლიციის ცნობით, აღნიშნული ჯგუფის წევრები მოსკოვის მეჩეთებში მუსულმანების გადაბირებას ცდილობდნენ. გასული რამდენიმე კვირის მანძილზე, მოსკოვში ჰიზბ უთ-თაჰრირის 60-მდე წევრი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG