ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კოსმოსური ხომალდის გაშვება გადაიდო


რუსული კოსმოსური ხომალდის გაშვება გადაიდო
რუსული კოსმოსური ხომალდის გაშვება გადაიდო

რუსული კოსმოსური ხომალდის „სოიუზის“ გაშვება პარასკევამდე გადაიდო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს „სოიუზის“ ტიპის სატვირთო ხომალდის პირველი ამოქმედებაა ქვეყნის ტერიტორიის გარეთ.

სანავიგაციო სატელიტებით დატვირთული ხომალდის გაშვება კურუს ახალი კოსმოსური ცენტრიდან იყო დაგეგმილი, რომელიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ფრანგული გვინეის ჯუნგლებში მდებარეობს.

„გალილეოს“ სანავიგაციო სატელიტების სისტემის დაყენება შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას ანალოგიურ ამერიკულ სისტემაზე, სახელწოდებით „GPS” - გლობალური განლაგების სისტემა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს „იტარტასის“ ცნობით ახალი კოსმოსური ცენტრის მშენებლობა ფრანგულ გვინეაში 484 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და მის აგებას 6 წელი დასჭირდა.

XS
SM
MD
LG