ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გაეროსგან ჩრდილოეთ ნაკადზე მომხდარი აფეთქების გამოძიებას ითხოვს


„ჩრდილოეთის ნაკად ერთზე“ მომხდარი აფეთქების შესახებ რუსეთი გაეროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. კრემლი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ზეწოლას გაზრდის, რათა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსულ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების უკან დასავლეთის ქვეყნები დგას.

„ამ საკითხის განხილვას დავაბრუნებთ გაეროს უშიშროების საბჭოზე,“- ამბობს ზახაროვა. აქვე კრემლი განმარტავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დეტალურად სწავლობენ მომხდარ თავდასხმას.

გაზსადენზე აფეთქება 2022 წლის სექტემბერში მოხდა, „ჩრდილოეთის ნაკადი ერთი“ ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან გერმანიას გაზს აწვდიდა.

ბოლო თვეების განმავლობაში, ამერიკულმა გაზეთებმა, მათ შორის „ვაშინგტონ პოსტმა“, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ იცოდა უკრაინის განზრახვის შესახებ, რაც რუსულ გაზსადენზე თავდასხმას ითვალისწინებდა. კიევი ბრალდებებს უარყოფს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას გაზსადენი არ აუფეთქებია.

ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ მოსკოვმა ააფეთქა საკუთარი მილსადენები. მაშინ ამ განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იდიოტური უწოდა და ბრალდებები უარყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG