რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაიცვა და უარყო რომ ხმის მიცემის პროცესი გაყალბდა. ტელევიზიით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ოთხ დეკემბერს ჩატარებულმა არჩევნებმა ხალხის ნება გამოხატა. მან უარყო ოპოზიციის მოთხოვნა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შესახებ. პუტინმა ასევე განაცხადა, ბოლო დღეებში რუსეთში გამართული დემონსტრაციები ჯერჯერობით კანონის ფარგლებში ჯდება.
„ის რომ ხალხი გამოხატავს თავის აზრს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
მან ამერიკელი სენატორის ჯონ მაკეინის გამონათქვამზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც რუსეთში მიმიდნარე პროცესები „არაბულ გაზაფხულს“ შეადარა.
„მას მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლში აქვს ხელი გასვრილი და არ შეუძლია ისეთი საზიზღარი სცენების გარეშე, როგორიც კადაფის მკვლელობა იყო,“- განაცხადა პუტინმა. მას მხედველობაში ქონდა ვიეტნამის ომი, სადაც სენატორი მაკეინი სამხედრო მფრინავად მსახურობდა.