პრაღა —
საქართველო-რუსეთის ომიდან მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ სპეციალური სიუჟეტი მოამზადა, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ.
ეს სიუჟეტი და თანმდევი რადიომასალა პირველად რადიო თავისუფლფების ეთერში გავიდა და გამოქვეყნდა მის ვებ-გვერდზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე აშკარაა ამ თვალსაზრისით რამდენიმე არსებითი სხვაობა სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლების მიდგომებში. წინა წლებისგან განსხვავებით, ომის წლისთავის აღნიშვნას აღარ ახლავს ისეთი პომპეზური პიარაქციები, როგორც ადრე იყო და, რაც მთავარია, რუსეთის მიმართებით ახალი ხელისუფლება უფრო მორიდებით ხმარობს ტერმინ „ოკუპანტს“. სამაგიეროდ, ქართული ეკლესიის მეთაური ლაპარაკობს უფრო ხმამაღლა ერთმორწმუნე ერების სულიერ ძმობაზე, რასაც კრემლის ლიდერების მხრიდან საკომპენსაციო ქათინაურები და გაურკვეველი დაპირებები ახლავს.
ძნელად სათქმელი, მაგრამ „გაბედული სიტყვები“
მაშინ როცა თბილისის საინფორმაციო პოლიტიკა რუსეთის მიმართ სულ უფრო თავშეკავებული და ზედმეტად ფრთხილია, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე საერთაშორისო არენაზე კრემლმა მცირე იდეოლოგიურ უპირატესობას უკვე მიაღწია. 3 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებადმა ინგლისურენოვანმა ტელეკომპანია „Russia Today-“მ „პრაიმ-ტაიმში“ უჩვენა ერთსაათიანი ინტერვიუ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტმა და ამჟამად ქვეყნის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ომის დაწყების წინა პერიოდი, ესკალაციასა და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გაამართლა რუსეთის არმიის მოქმედება და ქართული სამხედრო პოტენციალის განადგურება, მადლიერებით აღნიშნა, რომ, თურმე, საერთაშორისო საზოგადოებაც, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდა კრემლის მოქმედების მართებულობაში და ამ კონტექსტში მადლიერებით მოიხსენია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:
„და მხოლოდ ახლა, სხვადასხვა კომისიების - მათ შორის, ტალიავინის კომისიის - მუშაობის შემდეგ, იმ ანალიზის შემდეგ, რაც ჩვენმა საგამოძიებო სტრუქტურებმა და ჩვენმა სამხედრო პროკურატურამ ჩაატარეს, ყველა აღიარებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სააკაშვილის მისამართით. მან ხომ პირდაპირ თქვა, რომ ეს ყველაფერი თქვენი პროვოცირებული იყო და თქვენ გააჩაღეთ კონფლიქტი. მისთვის, ალბათ, იოლი არ იყო ამის თქმა, მაგრამ ეს გაბედული სიტყვებია“.
ამ „გაბედული სიტყვების“ ავტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მის აპარატს, არანაირი განმარტება არ გაუკეთებია რუსეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაზე. თუმცა ღირს გავიხსენოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს არაერთხელ საჯაროდ გაუკრიტიკებია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
„იმას, რომ მე სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ ქცევებში და გაუაზრებელ მოქმედებებში, ეს გადაიტანეს თითქოს საქართველოს ვადანაშაულებ. ჯერ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა, რამდენადაც ომი საქართველოს ტერიტორიაზე იყო, და მერე, მე სიტყვა „საქართველომ ომი დაიწყო“ არც მიხსენებია და არც ვახსენებ. მე ვადანაშაულებ ერთ კაცს და მის იდეოლოგიას, ეს გახლავთ სააკაშვილი, რომელიც მოიქცა უსუსურად და უგუნურად იმ პროცესებში, რომელიც განვითარდა აგვისტოში“.
აღნიშნული განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა 2012 წელს ტელეკომპანია „თრიალეთთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ომის დაწყების მეოთხე წლისთავის წინა დღეებში გააკეთა.
მაგრამ როცა ქვეყნის პრეზიდენტს ადანაშაულებ „გაუაზრებელ ქმედებებში“, ეს მნიშვნელოვანი საბუთია მოწინააღმდეგისათვის, რადგან პრეზიდენტები ასოცირდებიან ქვეყნებთან და გადაწყვეტილებას ქვეყნის სახელით ღებულობენ. ცხადია, ამ სიტყვებისთვის მადლიერია დმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებაც სწორედ ქვეყნის სახელით მიიღო, როგორც იმხანად რუსეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.
გასაგებია, რომ სააკაშვილი წარმავალია და მას შეიძლება „ყველა ცოდვა აჰკიდო“.
მაგრამ რას იგებს ამით საქართველო?
„მე ვფიქრობ, რომ [რუსეთთან ურთიერთობაში] რაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში, მივაღწიეთ და აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შეიძლება. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება მოჰყვეს, იქნება მუდმივი ავიარეისების აღდგენა და, შესაძლოა, გამარტივდეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი ან საერთოდ გაუქმდეს ის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 აგვისტოს რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
მოკლედ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე შერბილდა არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების ტონი, არამედ შეიცვალა პარადიგმა, დაიმსხვრა მითი, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლების საერთაშორისო პოლიტიკა ემყარებოდა. ეს ტერმინი ტელეკომპანიაა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ახსენა და ასე განმარტა განსხვავება ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის.
„ამ ხელისუფლებამ სულ რამდენიმე თვეში დაანგრია ის პარადიგმა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში თავში გვიტენიდნენ ყოფილი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური იდეოლოგები, რომ თურმე ევროპისკენ სვლა არის აუცილებლად რუსეთთან დაპირისპირების წინაპირობით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია და ეს ნათლად ჩანს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის მუშაობაში, რომელსაც უკვე აქვს შედეგები. ... ჩვენ შევძელით და საქართველოს ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი რუსეთის ბაზარი გავხსენით [ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის] და ამ დროს არც ერთი იოტი არ არის დაკარგული ევროპასთან, ევროატლანტიკურ ორგანიზაციასთან დიალოგის და ურთიერთობების გაღრმავების. შევძელით ეს?“
ძველი პარადიგმა ახლებური შემართებით
ამ „ძველი პარადიგმის“ ტრანსფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ეკლესიის მეთაურიც. რუსეთის ნათლისღების 1025-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ილია მეორე რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის კვირაძალზე იმყოფებოდა მოსკოვში და იქიდან ძალიან იმედიანად დაბრუნდა.
„მქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, მქონდა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. მთავარი რაც არის, დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობთ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი“,
განაცხადა 29 ივლისს, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ილია მეორემ.
„ხმა ღვთისა და ხმა ერისაო“, - ამბობენ საქართველოში. აშკარაა, რომ რუსეთ- საქართველოს ომის მეხუთე წლისთავზე საქართველოში ერი, ანუ ახალი ხელისუფლება, და ღმერთი, ანუ საქართველოს ეკლესია, ერთ ხმაში ლაპარაკობენ და ასე ერთიანი ძალისხმევით იქმნება კარგად ნაცნობი პარადიგმა - ევროკავშირთან მეტად დაახლოება, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირების აღდგენის გზით.
თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველოს არაერთხელ უცდია ამ ორი შეუთავსებელი პოლუსის შეთავსება, მაგრამ საქმე ყოველთვის არაქათის გამოცლით და ერთ რომელიმე ნაპირზე ფორთხვით გასვლით დასრულებულა. თუმცა საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ აშინებს მძიმე ისტორიული პარალელები და რაკი ქართულმა ღვინომ და მინერალურმა წყალმა უკვე გადალახა რუსეთ-საქართველოს საზღვარი, თბილისი ფიქრობს, რომ სხვა მიმართულებითაც შეძლებს წარმატების მიღწევას.
„რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, იმას, რისკენაც ჩვენ ვისწრაფით და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო, რათა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენ გვქონდა რუსებთან. ამას დასჭირდება დრო, ხანგრძლივი დრო, თუმცა ეს დროში განვითარდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და დავალაგებთ ურთიერთობებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 აგვისტოს რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ეს სიუჟეტი და თანმდევი რადიომასალა პირველად რადიო თავისუფლფების ეთერში გავიდა და გამოქვეყნდა მის ვებ-გვერდზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე აშკარაა ამ თვალსაზრისით რამდენიმე არსებითი სხვაობა სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლების მიდგომებში. წინა წლებისგან განსხვავებით, ომის წლისთავის აღნიშვნას აღარ ახლავს ისეთი პომპეზური პიარაქციები, როგორც ადრე იყო და, რაც მთავარია, რუსეთის მიმართებით ახალი ხელისუფლება უფრო მორიდებით ხმარობს ტერმინ „ოკუპანტს“. სამაგიეროდ, ქართული ეკლესიის მეთაური ლაპარაკობს უფრო ხმამაღლა ერთმორწმუნე ერების სულიერ ძმობაზე, რასაც კრემლის ლიდერების მხრიდან საკომპენსაციო ქათინაურები და გაურკვეველი დაპირებები ახლავს.
ძნელად სათქმელი, მაგრამ „გაბედული სიტყვები“
მაშინ როცა თბილისის საინფორმაციო პოლიტიკა რუსეთის მიმართ სულ უფრო თავშეკავებული და ზედმეტად ფრთხილია, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე საერთაშორისო არენაზე კრემლმა მცირე იდეოლოგიურ უპირატესობას უკვე მიაღწია. 3 აგვისტოს კრემლის მიერ კონტროლირებადმა ინგლისურენოვანმა ტელეკომპანია „Russia Today-“მ „პრაიმ-ტაიმში“ უჩვენა ერთსაათიანი ინტერვიუ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტმა და ამჟამად ქვეყნის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ომის დაწყების წინა პერიოდი, ესკალაციასა და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გაამართლა რუსეთის არმიის მოქმედება და ქართული სამხედრო პოტენციალის განადგურება, მადლიერებით აღნიშნა, რომ, თურმე, საერთაშორისო საზოგადოებაც, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდა კრემლის მოქმედების მართებულობაში და ამ კონტექსტში მადლიერებით მოიხსენია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:
„და მხოლოდ ახლა, სხვადასხვა კომისიების - მათ შორის, ტალიავინის კომისიის - მუშაობის შემდეგ, იმ ანალიზის შემდეგ, რაც ჩვენმა საგამოძიებო სტრუქტურებმა და ჩვენმა სამხედრო პროკურატურამ ჩაატარეს, ყველა აღიარებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სააკაშვილის მისამართით. მან ხომ პირდაპირ თქვა, რომ ეს ყველაფერი თქვენი პროვოცირებული იყო და თქვენ გააჩაღეთ კონფლიქტი. მისთვის, ალბათ, იოლი არ იყო ამის თქმა, მაგრამ ეს გაბედული სიტყვებია“.
იმას, რომ მე სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ ქცევებში და გაუაზრებელ მოქმედებებში, ეს გადაიტანეს თითქოს საქართველოს ვადანაშაულებ. ჯერ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა, რამდენადაც ომი საქართველოს ტერიტორიაზე იყო...ბიძინა ივანიშვილი
„იმას, რომ მე სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ ქცევებში და გაუაზრებელ მოქმედებებში, ეს გადაიტანეს თითქოს საქართველოს ვადანაშაულებ. ჯერ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა, რამდენადაც ომი საქართველოს ტერიტორიაზე იყო, და მერე, მე სიტყვა „საქართველომ ომი დაიწყო“ არც მიხსენებია და არც ვახსენებ. მე ვადანაშაულებ ერთ კაცს და მის იდეოლოგიას, ეს გახლავთ სააკაშვილი, რომელიც მოიქცა უსუსურად და უგუნურად იმ პროცესებში, რომელიც განვითარდა აგვისტოში“.
აღნიშნული განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა 2012 წელს ტელეკომპანია „თრიალეთთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ომის დაწყების მეოთხე წლისთავის წინა დღეებში გააკეთა.
მაგრამ როცა ქვეყნის პრეზიდენტს ადანაშაულებ „გაუაზრებელ ქმედებებში“, ეს მნიშვნელოვანი საბუთია მოწინააღმდეგისათვის, რადგან პრეზიდენტები ასოცირდებიან ქვეყნებთან და გადაწყვეტილებას ქვეყნის სახელით ღებულობენ. ცხადია, ამ სიტყვებისთვის მადლიერია დმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებაც სწორედ ქვეყნის სახელით მიიღო, როგორც იმხანად რუსეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.
გასაგებია, რომ სააკაშვილი წარმავალია და მას შეიძლება „ყველა ცოდვა აჰკიდო“.
მაგრამ რას იგებს ამით საქართველო?
„მე ვფიქრობ, რომ [რუსეთთან ურთიერთობაში] რაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში, მივაღწიეთ და აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შეიძლება. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება მოჰყვეს, იქნება მუდმივი ავიარეისების აღდგენა და, შესაძლოა, გამარტივდეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი ან საერთოდ გაუქმდეს ის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 აგვისტოს რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ამ ხელისუფლებამ სულ რამდენიმე თვეში დაანგრია ის პარადიგმა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში თავში გვიტენიდნენ ყოფილი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური იდეოლოგები, რომ თურმე ევროპისკენ სვლა არის აუცილებლად რუსეთთან დაპირისპირების წინაპირობით...გიორგი მარგველაშვილი
„ამ ხელისუფლებამ სულ რამდენიმე თვეში დაანგრია ის პარადიგმა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში თავში გვიტენიდნენ ყოფილი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური იდეოლოგები, რომ თურმე ევროპისკენ სვლა არის აუცილებლად რუსეთთან დაპირისპირების წინაპირობით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია და ეს ნათლად ჩანს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის მუშაობაში, რომელსაც უკვე აქვს შედეგები. ... ჩვენ შევძელით და საქართველოს ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი რუსეთის ბაზარი გავხსენით [ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის] და ამ დროს არც ერთი იოტი არ არის დაკარგული ევროპასთან, ევროატლანტიკურ ორგანიზაციასთან დიალოგის და ურთიერთობების გაღრმავების. შევძელით ეს?“
ძველი პარადიგმა ახლებური შემართებით
ამ „ძველი პარადიგმის“ ტრანსფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ეკლესიის მეთაურიც. რუსეთის ნათლისღების 1025-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ილია მეორე რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის კვირაძალზე იმყოფებოდა მოსკოვში და იქიდან ძალიან იმედიანად დაბრუნდა.
„მქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, მქონდა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. მთავარი რაც არის, დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობთ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი“,
განაცხადა 29 ივლისს, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ილია მეორემ.
იმას, რისკენაც ჩვენ ვისწრაფით და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო, რათა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენ გვქონდა რუსებთან. ამას დასჭირდება დრო, ხანგრძლივი დრო...ბიძინა ივანიშვილი