ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, ორშაბათს, 17 თებერვალს, ღაზის სექტორთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თემი ბრიუსმა.
რუბიოს ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა ღაზის სექტორს განავითარებს. ეს განცხადება მან ჯერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაუს, შემდეგ კი იორდანიის მეფე აბდულას თეთრ სახლში ვიზიტისას გააკეთა.
„[სახელმწიფო] მდივანმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორისთვის მისი კეთილმოწყობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას“, - ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ბრიუსმა თქვა, რომ ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა და ერთგულება ისრაელსა და "ჰამასს" შორის, გასულ თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს სირიის, ლიბანისა და წითელი ზღვის საკითხებიც.
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA-მ განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილეს რეგიონალური და გლობალური მოვლენები და ის ძალისხმევა, რას საჭირო იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად.
ეს რუბიოსთვის, სახელმწიფო მდივნის სტატუსით, პირველი ოფიციალური ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში.